ბორის ჯონსონი-უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა 48 საათში განხორციელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ემზადება შეტევისთვის და მოსალოდნელია ეს შეტევა 48 საათში განხორციელდეს. ყოველსაათობრივად იცვლება საბრძოლო პოზიციები და მიმდინარეობს გამაგრება.

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა საცეცხლე პოზიციაზე გადაიტანა რამდენიმე შორეული არტილერია და სარაკეტო დანადგარები, რაც ემუქრება პირდაპირ უკრაინას.

ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა დატოვა შეკრების ადგილები . ეს მოძრაობა აღნიშნავს ცვლილებას კვირის შემდეგ, როდესაც ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დატოვა შეკრების ადგილები, მაგრამ უცნობია სად დაბანაკდებიან ისინი.

რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, აშშ-ს ინფორმაციები იმის შესახებ, რაც ხდება, მკვეთრად შემცირდა და შემცირდება. ამერიკელებს არ ეყოლებათ ჯარები ადგილზე და არც სადაზვერვო თვითმფრინავები ჰაერში, ხოლო რუსული კიბერშეტევები და ელექტრონული ომი შეწყვეტს კომუნიკაციებს.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთს ახლა ჰყავს ძალების 80%, რომელიც დასჭირდება სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად, დანარჩენი კი გზაზეა. 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი თავმოყრილია უკრაინის საზღვრებთან – აღმოსავლეთით, რუსეთში და ჩრდილოეთით, ბელორუსიაში.

შაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ აშშ უპასუხებს გადამწყვეტად და დააწესებს სწრაფ და მძიმე ხარჯებს, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში.