ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს ძალების შეკრება, რათა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდიონს ომის შედეგებზე უახლოესი კვირების განმავლობაში.
განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან ცდილობს უკრაინაში ძირითადი შეტევითი ოპერაციების აღდგენას. კრემლის მიზანი დონეცკიოს რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაპყრობაა. თუმცა, დაზვერვა ამბობს, რომ რუსული ჯარები კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით ახერხებენ წინსვლას.