ზაფხულის დასაწყისში ბულგარეთმა 70 რუსი დიპლომატიური თანამშრომელი გააძევა ჯაშუშობის ბრალდებით. გარდა ამისა, ქვეყანამ რუსეთს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ბულგარეთში ზღვარი დაუწესა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატების გარდა, ქვეყნიდან გააძევეს საელჩოს ტექნიკური პერსონალიც – მზარეულები, მძღოლები და ა.შ.
ცნობისთვის, ეს იყო დიპლომატების გაძევების ყველაზე მასშტაბური ფაქტი 1971 წლის ცივი ომის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთმა ქვეყანა დაატოვებინა 105 დიპლომატს.