გაიცანით გმირი – ირინა ვერეშჩუკი

ირინა ვერეშჩუკი, 42 წლისაა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი. ზელენსკის პარტიის წევრი.
ლვოვის სამხედრო ინსტიტუტის კურსდამთავრებული.
იურისტი – სამართალმცოდნე. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა ვარშავის უნივერსიტეტში.

ომის დაწყების დღიდან, მგონი საერთოდ არ უძინია, დევნილების დახმარების მთელი ტვირთი მასზე გადადის, რუსეთის ტერიტორიაზე ეძებს, პოულობს და სამშობლოში აბრუნებს გატაცებულ ბავშვებს.

გუშინ, 4 წლის სვეტლანკა რომ დაიბრუნეს, მასთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად ალუბლის ნამცხვრის ფოტოც გამოდო, სვეტლანკას საყვარელი ტკბილეული ყოფილა და დავახვედრეთო.

მარიუპოლიდან დევნილებისთვის მწვანე დერეფნებისთვისაც ირინა იბრძოდა და იქიდან გამოყვანილ ადამიანებს თავად ხვდებოდა.

“აზოველების” გადარჩენის მოლაპარაკებებშიც დიდი წვლილი მიუძღვის.