გამოფენა დევნილების მხარდასაჭერად

“ბიბლიოთეკა საქართველოზე” – მ, ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი გამოფენა ჩაატარა იმ დევნილების მხარდასაჭერად, რომლებიც აფზახეთიდან და სამაჩაბლოდან არიან.

4 ივნისს ჩატარდა არტ გამოფენა და საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის დაორგანიზაებაშიც ჩართულები იყვნენ არტისტები და კურატორები პოსტსაბჭოთა სივრცდან, მათ შორის რუსეთიდან.

ღონისძების ორგანიზატორებმა გაიარეს ჩვენთან კონსულტაციები, თუ რა გზავნილები უნდა გაჟღერებულიყო და როგორ შეიძლებოდა გვექცია ღონისძება მეტად სასიკეთო. ჩვენ შევთავაზეთ, რომ უკრანილების მხარდასაჭერი შემოწირულობების პარალელურად, მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ქართველი დევნილებისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც უკვე 30 წელია იმყოფებიან ცუდ პიროდბებში.
ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ჩვენი რჩევა და გადაწყდა შემოწირულობის შემდეგი გადანაწილება, 1/3 დევნილებისთის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და 2/3 უკრანელების მხარდასაჭერად, რადგან უკრაინაში რუსეთის ვერაგული ომი აქტიურ ფაზაშია.

კრაუდფანდინგის შედეგად ჩვენ ორგანიზაციას ჩაერიცხება 2075 ლარი, რომელიც ჩვენ გვინდა მივმართოთ დევნილი ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად. ამ მცირე თანხის განკარგვა გვინდა ყველაზე ეფექტურად და ეფექტიანად, ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ არსებული საჭიროებების ანალიზს, და ვიღებთ რჩევებს. თუ თქვენ გაქვთ იდეა, როგორ შეიძლება 2075 ლარის საუკეთესოდ განკარგვა დევნილების ინტერესებისათვის, გთხოვთ მოგვწერეთ კომენტარებში ან პირადი წერილის საშუალებით. – ვკითხულობთ მათ ოფიციალურ ვებ-საიტზე.