გარდაცვლილია – 34 700 რუსი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყების დღიდან 34 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ 170 რუსი ჯარისკაცი გაანადგურა.

„24 თებერვლიდან 25 ივნისამდე მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები ასევე მოიცავს: 1511 ტანკს, 3645 ჯავშანტექნიკას, 764 საარტილერო სისტემას, 241 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 99 საზენიტო საბრძოლო სისტემას, 217 თვითმფრინავს, 184 ვერტმფრენს, 2560 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 14 საბრძოლო ხომალდს/ნავს, 626 უპილოტო საფრენ აპარატს, 60 ერთეულ სპეცტექნიკას, 137 ფრთოსან რაკეტას”, – ნათქვამია განცხადებაში.