გასაოცარი ამბავი, აშშ ზრდის დახმარების პაკეტს

ძალიან მაგარი ამაბავი პოლონეთიდან!
კერძოდ, როგორც გავლენიანი პოლონელი სამხედრო ექსპერტი იაროსლავ ვოლსკი ავრცელებს ინფორმაციას, ძალიან მალე პოლონეთი აშშ-ისგან მიიღებს მეორადი M1 Abrams-ების მსხვილ პარტიას, რომლითაც მოხდება დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი 232 ერთეული PT-91-ის ტიპის ტანკის ჩანაცვლება და მათი უკრაინისთვის გადაცემა.

როგორც იცით 2021 წელს პოლონეთმა აშშ-ს შეუკვეთა 250 M1A2 Abrams SEPV3-ის ტიპის უახლესი მოდერნიზაციის ტანკები, თუმცა მათ მიღებამდე დამდგარი საჭიროებებისამებრ, რაც გამოიხატება პოლონეთის მიერ უკრაინისთვის საკუთარი საბჭოთა სატანკო პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემით, პოლონეთმა სანაცვლოდ აშშ-სგან მიიღო კონსერვაციაზე მყოფი “აბრამსების” დიდი რაოდენობა, პირველი პარტიით ჩანაცვლდა, პოლონეთის მიერ უკრაინისთვის უკვე გადაცემული 230+ ერთეული T-72M1-ები, ხოლო მეორე უფრო მსხვილი პარტიით ჩანაცვლდება, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ბოლო თანამედროვე მოდერნიზაციის PT-91 Twardy-ის ტიპის 232 ტანკი, რომელიც გახლავთ საბჭოთა T-72-ის პოლონური მოდერნიზაცია, რის შედეგადაც ძირფესვიანად არის შეცვლილი და განახლებული ტანკის შესაძლებლობები, დაწყებული ძრავით, ჯავშანით, თერმული ხედვით, ელექტროობით, სავალი ნაწილით, ლულით და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემით დასრულებული.

მარტივ ენაზე რომ ავხსნა, პოლონური PT-91 Twardy-ები, დღეს რუსეთის შეირაღებული ძალების სატანკო ნაწილებში არსებული ტანკების დიდ ნაწილს აღემატება შესაძლებლობებში, ხოლო შედარებით თანამედროვე ტიპის ტანკებს არაფრით არ ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება.

აღნიშნული უკრაინისთვის უმახვილესი სამხედრო დახმარება იქნება, როგორც რაოდენობრივი კუთხით ასევე ხარისხობრივი კუთხით, რადგან ტერიტორიების დეოკუპაციისთვის საჭირო მასშტაბური კონტრშეტევა, მსხვილი თანამედროვე ჯავშანსატანკო და სატანკო ნაწილების გარეშე წარმოუდგენელია. – ინფორმაციას ავრცელებს World Military.