გენშტაბი: შეტევები მოგერიებულია

ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია თავდაცვაზე. მტერმა არტილერიიდან დაბომბა ქალაქი ხარკოვი და დასახლებები: სოსნოვკა, დემენტიევკა, ნიკოლსკოე, რუსკი ტიშკი, პიტომნიკი, სლატინო, პრუდიანკა, ნოვოე, ივანოვკა და ზალიმანი“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს დოლინას, დიბროვნოს, კურულკას, მაზანოვკას, ადამოვკას, ვერნოპოლიეს, გუსაროვკას, ჩეპილის, ბოლშაია კამიშევახას, კრასნოპოლიეს, ხრესტიშეს, დოვგენკოესა და მაიაკის დასახლებების ტერიტორიების დაბომბვას.

„უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა დოვგენკოესა და დოლინას დასახლებების მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ მტერმა განაგრძოს თავდასხმის ოპერაციების ჩატარება ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით შეტევის განსახორციელებლად“, – აცხადებენ გენშტაბში.