გერმანიამ რუსული RT- ის მაუწყებლობა გათიშა

ბოლო პერიოდებში განსაკუთრებულად ბევრი კრიტიკა ჟღერს გერმანიის რბილი პოლიტიკის მიმართებით და სრულად სამართლიანად, რადგან მათი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არის ძალიან სუსტი და თითქოს არსებობს რაღაც წითელი ზღვარი, რის გამოც გერმანია თავს იკავებს რუსეთის ფედერაციის კრიტიკისგან.

თუმცა, გუშინ გერმანიაში მაუწყებლობიდან გაითიშა რუსული RT (Russian Today), რაც ცხადია დიდი სიგნალია იმისა, რომ გერმანია მუდმივად შორიდან არ შეხედავს პროცესებს, ეს ქმედება კი ამის ნათელი დასტურია.