გერმანიის ელჩი “რუსულ კანონს” ეხმაურება

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი – ფიშერი, ეხმაურება “რუსული კანონის” მიღებას და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ტვიტერზე.

“ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის პოზიცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია: “კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან, ღირებულებებთან”. – აცხადებს ფიშერი.