გია ნოდია: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით

ექსერტმა გია ნოდიამ, გუშინ ძალიან საინტერესო “ფეისბუკ” განცხადება გაავრცელა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მიშა რომ ციხეშია, ამაზე პასუხიმგებლობას ინაწილებენ (მითითებული თანმიმდევრობით):

  1. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
  2. თვითონ მიშა (რაკი ჩამოსვლა გადაწყვიტა)
  3. ის ხალხი, ვინც „მიშა ჩამოდიო“, იძახდა.

ამ სამის გარდა, მიშას ციხეში ჯდომა არავისი ბრალი არაა.

ზოგადად ქართული საზოგადოების ბრალია, რომ „ქართული ოცნება“ აირჩია და იმის შემდეგ იტანს.”

ბატონმა ნოდიამ პირველ დამნაშავედ ივანიშვილის რეჟიმი დაასახელა, რომელმაც პრეზიდენტის სასტიკად მოპყრობით “გაითქვა” სახელი. ის თვლის, რომ თავად მიშა სააკაშვილის ბრალიცაა,რადგან მან არასათანადო დრო შეარჩია ქვეყანაში შემოსასვლელად და ნიადაგ მოუმზადებელ სახელმწიფოში ჩამოვიდა. მესამე დამნაშავე კი არის ხალხი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ცრუ დაპირება მისცა იმის თაობაზე, რომ საკუთარი ძალებით დაიცავდა მესამე პრეზიდენტს და ციხის დილეგში გამოკეტვის უფლებას არ მისცემდა.