გიორგი კობერიძე: უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

გიორგი კობერიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც დღეის მონაცემებით უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

  • ხერსონში უკრაინელებმა რუსების მიერ დაკავებული აეროდრომი დაბომბეს. გამოყენებული იყო დრონები. აეროდრომზე მდგომი და განადგურებული რუსული შვეულფრენების საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა უკრაიენული წყაროები იტყობინებიან, რომ მათი რიცხვი 20-ს აჭარბებს.
  • აღმოსავლეთ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქი სუმის აღებას რუსების ომის დაწყებიდან უშედეგოდ ცდილობენ. მათ ქალაქის შემოვლა და მაგისტრალური გზის დაკავება მეტ-ნაკლები წარმატებითაც მოახერხეს, მაგრამ თავად რეგიონალური ცენტრი ვერ აიღეს. სუმი ალყაში არაა – სამი მხრიდანაა გარემოცული. უკრაინელები კონტრ-შეტევაზე სამხრეთის მიმართულებით გადავიდნენ და რუსული სამხედრო ნაწილები გაანადგურეს, ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს (ვიდეო კომენტარებში).
  • ხერსონიდან რუსებმა განაახლეს შეტევა ქალაქ მიკოლაივზე. ამ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქთან ახლოს ეროპორტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსებმა 5 დღის წინ დაიკავეს, თუმცა სამი დღის წინ კვლავ დაკარგეს. ქალაქისათვის ბრძოლა რუსებისათვის საკვანძოა, სხვა შემთხვევაში ოდესამდე მისასველი სახმელეთო გზა უბრალოდ არ იარსებებს, ან ასობით კილომეტრით მოუწევთ კოლონებს შემოვლა, რაც მათ ბუნებრივ და მარტივ სამიზნედ აქცევთ. ქალაქს გამოცდილი ნაწილები იცავენ. სავარაუდოა რომ რუსების შეტევის მოგერიების შემთვევაში უკრაინელები უკვე სერიოზულად შეეცდებიან ხერსონის დაბრუნებას.
  • რუსები ხარკოვიდან აღმოსავლეთით 5 კილოემტრში არსებულ უკრაინულ ქალაქ დერჰაჩის ბომბავენ. ის რომ თავად ხარკოვის მიმართულებით საბრძოლო ოპერაციამ ბოლო ორი დღეა იკლო და მხოლოდ სარაკეტო თუ საარტილერიო ბრძოლებით შემოიფარგლება მიუთითებს უკრაინელთა წარმატებაზე რუსული სახმელეთო შეტევების მოგერიებასთან დაკავშირებით.
  • იწვის მარიუპოლის ცენტრი და მისი პირდაპირი შემოგარენი. რუსებმა აალებადი რაკეტების გამოყენება დაიწყეს, რომ მაქსიმალური ზიანი მიადგეს. (ფოტო კომენტარებში)
  • უკრაინელებმა დაბომბეს ლუგანსკის ნავთობტერმინალი, რომელიდანაც რუსული ჯარის მოარაგება ხდებობა აღმოსავლეთის ფრონტზე.
  • ოდესასთან ახლოს უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ სამხედრო ხომალდს. მისი ბედი უცნობია, თუმცა საუბარია მინიმუმ მის დაზიანებაზე მაინც.
  • ბოლო ორი დღეა რუსები ინტენსიურად ბომბავენ კიევის დასავეთით არსებულ ჟიტომირის რაიონს. სამიზნეები ძირითადად არასამხედრო დანიშნულების ობიექტებია. დღეს დაიბომბა ეკლესიაც კი.