გიორგი ქადაგიძე სანქციებსა და მითებზე

გიორგი ქადაგიძემ საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე განათავსა სტატია, სადაც ისაუბრე ფაქტებსა და სიცრუეებზე,რომლებიც სანქციებთანაა დაკავშირებული:

3 ფაქტი რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ;

სიცრუე 1.

“სანქციებთან მიერთების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ფულს ვეღარ გადმორიცხავენ ოჯახებში, დავკარგავთ 500 მილიონს”.

სწრაფი გზავნილების სისტემას არაფერი აქვს საერთო სვიფტთან და სანქციებთან. ფიზიკური პირების გზავნილების ბლოკირება შეუძლებელი ამოცანაა და არავინ ისახავს მიზნად.

სიცრუე 2.

“სანქციების დაწესებით დაზარალდება ქართული ეკონომიკა, ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს”.

არავინ გვთხოვს სანქციების დაწესებას, ჩვენ უნდა მივუერთდეთ თანამედროვე მსოფლიოს სანქციებს. ახალ წესებზე არ მიერთება, გვაქცევს რუსეთ-ბელორუსის მოკავშირედ. ეს კი ნამდვილად კატასტროფის ტოლფასი იქნება, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. რაც შეეხება გავლენას ქართულ ეკონომიკაზე, 2006-7 წლის სრული ემბარგოს პირობებში ეკონომიკა იზრდებოდა 9-11%-ით. მუშაობა უნდა ამას და ინვესტიციების მოზიდვა, არაფერი ექსპორტი ჩვენ არ გვაქვს ჩაუნაცვლებელი.

  1. “აბა ომი გინდა? ხორბალს, დენს და გაზს ვყიდულობთ რუსეთისგან!!! მართლა ომი რომ დაიწყოს, ჩემი საომარი იქნება, შენ გაიქცევი! კლავიატურაზე მაგრები ხართ! აფხაზეთში და ოსეთში შეჭრის გიჟური იდეების გაჟღერება. საკუთარ ქვეყანას მივხედოთ, ისინი დალაგდებიან! აქტიური პროტესტით შეიძლება ომში ჩაგვაბან და ა.შ.”

21 საუკუნის ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ბრძოლა, მათ შორის გავლენიან სოციალურ ქსელებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პოსტულატი არის კარგად დატესტილი კრემლის მესიჯბოქსი, რომლის მიზანია შეამციროს ჩვენი აქტივობა და წარმოაჩინოს პროკრემლისტური პოზიციის “პრაგმატულობა”. ეს არ უნდა დავუშვათ!

გვახსოვდეს რომ თითოეული ჩვენთაგანი ჰიბრიდული საინფორმაციო ომის მონაწილე ვართ.