გლუკსმანი: გაანთავისუფლეთ სააკაშვილი

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი განცხადებას ავრცელებს:

“ეს რეზოლუცია არის ძალიან მკაფიო სიგნალი ევროპარლამენტისგან, რომ მოვიდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების დრო. ახლა აღარ არის მისი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით თამაშის დრო და თუ საქართველოს მთავრობა ამ მოწოდებას არ შეისმენს, საქართველოს ევროინტეგრაცია დასრულდება.  ამ რეზოლუციას ხმა მისცა პარლამენტის უდიდესმა უმრავლესობამ, ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეუერთდა ამ მოწოდებას. ეს არის ბოლო წვეთი. ნუ თამაშობთ საქართველოს ევროპული მომავლით. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, რომ წავიდეს ევროპაში სამკურნალოდ და აღიდგინოს ჯანმრთელობა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. ეს ჩვენი წინაპირობაა. აქ არ არის საუბარი ერთ ან რამდენიმე ევროპარლამენტარზე, ამ რეზოლუციას მთელმა ევროპარლამენტმა მისცა ხმა და ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს”, – ამბობს გლუკსმანი.