გორგილაძე: გამარჯობაც კი არ უთხრათ მაგათ

ტელეწამყვანი და ინტელექტუალი – დავით გორგილაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება “რუსული კანონის” განხილვას.

“გამარჯობა არ უთხრათ.
ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან.
შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ].
ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა.
ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს.
დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ.” – წერს გორგილაძე.