გოშევსკა: მოგვეცით სააკაშვილი პოლონეთში სამკურნალოდ

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ, დამოუკიდებელ ექიმთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მას ამის საშუალებას არ აძლევს.

“ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონმდებლობა ასეთი ფორმის ვიზიტებს არ ითვალისწინებს, თუმცა ამ მომენტამდე არ მიმიღია ინფორმაცია ზუსტად, რომელი კონკრეტული რეგულაცია კრძალავს ასეთი ფორმატის ვიზიტს” – წერს გოშევსკა. 

ეს მხოლოდ ერთადერთი წერილი არ არის, რომელიც დასავლეთიდან მოდის პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ამაზე ღიად საუბრობენ: ლიეტუველი, პოლონელი და ამერიკელი პოლიტიკოსები.