გრეგოროვა: ღარიბაშვილო, ნუ იტყუები

ევროპარლამენტარმა – მარკეტკა გრეგოროვამ, გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საკუთარი პოზიცია გაავრცელა და ღარიბაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.

“ყოფილხარ ბრიუსელში? მე არ მინახიხარ . მაგრამ მე ვიყავი შეხვედრებზე ოპოზიციასთან და ყველა გვთხოვდა კანდიდატის სტატუსს. ასე რომ ნუ იტყუები. მოდი ბრიუსელში და ვილაპარაკოთ. ნუ იქნები პრობლემა, იყავი გამოსავალი.”- ვკითხულობთ მის განცხადებაში.