დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს- ნიკა მელია

ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ ინციდენტს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მცდელობის მორიგ ძალადობრივ ფაქტსა ეხმაურება:

“უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!

დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!

რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!” წერს ნიკა მელია