დავით არახამია: მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

მოგეხსენებათ,რომ გუშინ ბელორუსიის ქალაქ ალექსანდროვკაში რუსული და უკრაინული დეგელაციები ერთმანეთს შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ხერხების და ბერკეტის მოძებნაზე,რაც თავის მხრივ ძალიან რთული პროცესია,რადგან რუსული ღია აგრესიის ფონზე უკრაინაში,რთულია განსაჭვრეტია რაზე შეიძლება მათთან მოლაპარაკება და რა საკითხზე შეიძლება მათთან შეთანხმება. შეთანხმება ერთი საკითხია,მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მისი აღსრულება და არც არავის აქვს იმის წარმოდგენა, რომ ნებისმიერი შეთანხმება და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცავს რისკებს, რომ ის არ აღსრულდება, რადგან ამ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი დიპლომატიური შეთანხმება დახიოს.

როგორც მოგახსენეთ გუშინ, უკრაინულ დელეგაციას აფხაზეთში დაბადებული, ჩვენიანი – დავით არახამია წარმოადგენდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსების წინადადებები არის არარეალური და რეალობას აცდენილი,რაზეც ცხადია ისინი მათ არ შეუთანხმდებიან.

ჩავარდნილი მოლაპარაკების შემდეგ, ექპერტმა – ზურა ბატიაშვილი განცხადება გაავრცელა და თქვა,რომ წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ უფრო დიდი დარტყმები იქნება უკრაინის დიდ ქალაქებში.