დაღუპულია 31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო

უკრაინის გენერალურმა შტაბმა – ომის 101 დღის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, სადაც ოკუპანტი რუსეთის დანაკლისებია ხაზ გასმული.

გენ-შტაბზე დაწყდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 31 250 რუსი სამხედრო გამოესალმა სიცოცხლეს. ამასთანავე, მათი დანაკლისი უდიდესია ფინანსური კუთხითაც.

შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1386 ტანკი, 3400 ჯავშანტექნიკა, 690 საარტილერიო სისტემა, 207 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 96 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 211 საბრძოლო თვითმფრინავი, 176 ვერტმფრენი, 551 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2395 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 53 ერთეული სპეციალური ტექნიკა.