დეგნანი: იმედია უკან დაიხევს პარლამენტი

“ეს არის ის, რაც ამ კანონპროექტში გვაშფოთებს ყველას. მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, სინამდვილეში რისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი. ის ჰგავს რუსულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, განსხვავებული ხმების ჩახშობას. რუსეთის კანონი კი ამ კუთხით ძალიან ეფექტიანი იყო.

თუ გადახედავთ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას, ის ახლა გაჩუმებულია. ბევრმა ორგანიზაციამ დატოვა ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ძლიერი საზოგადოება და დემოკრატია შეექმნათ, რასაც აქ აკეთებდნენ შეერთებული შტატები და ჩვენი ქართველი პარტნიორები ბოლო წლების განმავლობაში. ეს კანონი კი მიღების შემთხვევაში სწორედ ამ ხმებს გააჩუმებს და უკან დასწევს იმ სამუშაოს, რაც შესრულდა. ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მისწრაფებას. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათლად ითქვა.

ის შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებთან. იმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ. კანონპროექტის მიღებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია პარტნიორებთან და მეგობრებთან, რათა უკეთ გაიგონ ამ კანონის ზემოქმედება და მოსალოდნელი შედეგები”, – ამბობს კელი დეგნანი.