დეგნანი: მთავრობამ საზოგადოებასთან უნდა ითანამშრომლოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამართულ საპროტესტო აქციებს.

საქართველოს მოსახლეობა ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის მტკიცე აზრს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ახლა არის დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველასთან, იმისათვის, რომ ის მოთხოვნები, რაც დაყენებულია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იქნეს შესრულებული და იმედია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება წლის ბოლომდე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი”- განაცხადა დეგნანმა.