დეზინფორმაცია შაქრის იმპორტთან დაკავშირებით

ორი დღის განმავლობაში საკმაოდ მსხვილმა სავაჭრო ცენტრებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ შაქრის ფასი საქართველოში გაიზრდება, ამოტომაც ამ პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი შაქარი გახდა. მოსალოდნელი ფასის ზრდის მიზეზად შაქრის იმპორტი რუსეთიდან და უკრაინიდან დასახელდა, რაც არის მტკნარი სიცრუე. საქართველო ამ ორი ქვეყნიდან ძალიან მცირე რაოდენობის შაქარს ყიდულობს.

საქართველო შაქრის 95%-ს არც რუსეთისგან და არც უკრაინისგან არ ყიდულობს

Bm. Ge სტატია – მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა. საქართველოც შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა.

საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე ადგილზეა ($0.1 მლნ), ხოლო რუსეთი – მეთორმეტეზე ($0.1 მლნ).

ეს გახლდათ დეზინფორმაცია, შაქრის ფასს და მის იმპორტს ბრაზილიიდან საფრთხე არ ემუქრება.