დეტალები,რომლებიც ცვლიან ისტორიას

საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მთელს უკრაინაში სრული მობილიზება გამოცხადდა სამხედრო პირების და მოქალაქეების, რომლებიც არნაკლებ სამუშაოს ასრულებენ დივერსიული ჯგუფების აღმოჩენიდან დაწყებული,უშუალოდ საომარი მოქმედებებში მონაწილეობით დასრულებული. მთელი ოპოზიციური და სამთავრობო სპექტრი გაერთიანებულია, მიუხედავად მათი პოლიტიკური დაპირისპირებებისა და აზრთა სხვაობისა, ისინი ფრონტზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგანან და იბრძვიან. მაგალითისთვის მშვენიერი ილუსტრაციაა,პეტრო პოროშენკო, რომელიც ზელენსკის მოწინააღმდეგეა, მაგრამ იარაღი დაიჭირა ხელში და საკუთარ ქვეყანას იცავს.

ომის მიმდინარეობისას და მოსამზადებელ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების და მასების მომზადება, როგორ ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც. ერი კონსოლიდირებულია, ისინი რუს ოკუპანტებს ქალაქში არსებულ ნიშნებს და სხვა ლოკაციებს უცვლიან ადგილებს, რათა მტერმა ვერ გააგნოს და სხვა ადგილას აღმოჩნდეს,შემდეგ კი უკრაინელი მებრძოლები ანადგურებენ მათ. სოც-მედია სივრცეში გავრცელდა მთელი რიგი კადრებისა,სადაც მოსახლეობა ქუჩებში აშენებს ბარიკადებს და ამზადებს “მოლოტოვის” კოქტეილს, რათა შემოსულ მტერს სათანადო პასუხი გასცეს. 40 მილიონიან ქვეყანაში არ არის პანიკა, ხალხი გვირაბესა და მეტროებს აფარებს თავს, მაგრამ ვაჟკაცურად და მედგრად დგანან, რადგან იციან რისთვის იბრძვიან და ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც პრეზიდენტად გახდომისთანავე არც ისე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მეტსაც გეტყვით, სოციუმის ნაწილი მას მიიჩნევდა, როგორც იუმორისტს და კომიკოსს. ამჟამად კი, ყველაფერი შეიცვალა და ის გახდა ლიდერი არამარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროპის სახე და სიმბოლო. 7 დღიანი უძილო ღამის და სტრესის მიუხედავად პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივად მის სამხედროებთან ერთადაა. უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა, მშვიდობიან ქვეყანაში გადასვლასთან დაკავშირებით, ის კატეგორიულ უარს აცხადებს ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით და არც იმას თაკილობს საკუთარ სამხედროებთან ერთად ბანაკში ისაუბროს. იგი ყოველდღე აქვეყნებს ვიდეოებს კიევის ცენტრიდან, რათა ხალხს აჩვენოს, რომ ის მათთანაა და არ დატოვებს ქვეყანას.

საპირისპირო მხარეს კი ვლადიმერ პუტინია, რომელიც 20 მეტრიანი მაგიდის თავში ზის და 15 მეტრის მოშორებით ესაუბრება მის მიერ დანიშნულ მაღალჩინოსნებს. ამ ერთი დეტალით ყველაფერი ნათელია, რუსეთი მარტოა მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ისტორიას წერს და თავდაყირა აყენებს რუსეთის “უძლეველობის” მითს.