დომინოს პრინციპი აქაც მოქმედებს

ილუსტრაციაზე ასახული ფოტო-სურათი ნათელი მაგალითია იმისა,თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, რომლის შედეგად უკრაინა მარცხდება ბოროტების იმპერიასთან. წრე იგივეა და მარტივი ამოსახსნელია მიკროსკოპის გარეშეც. რუსეთის ფედერაცია, თუ წარმატებით ასრულებს ამ ომს, მათი მიზნები და გეგმები პირდაპირპროპორციულად გაიზრდება და აუცილებლად მისწვდება სხვა რეგიონებსაც. საქართველოში 20% -ის ოკუპირების შემდგომ მათი გეგმები ნათლად გამოჩნდა – მცოცავი ოკუპაცია და ტერიტორიების ნელ-ნელა მატება. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი გადაერთო ყირიმზე, მოახდინა მისი ოკუპაცია და “რეფერენდუმის” ჩატარების შემდეგ უკვე თავად განკარგავს უკრაინის ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს.

ამ ომის დაწყების საბაბიც რუსეთმა თავისთვის კარგად შეფუთა, დონბასისა და ლუგანსკის ოლქის “განთავისუფლების” ოპერაციით, რომელიც თითქოსდა ირონიულად წააგავდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს, რომლის მიზანი წმინდა მიწების განთავისუფლება იყო. ორკებმა სწორედ ასე თქვეს, რომ ეს ორი ადმინისტრაციული ერთეული უკრაინელების წნეხიშ ქვეშ იყვნენ და მათ ანთავისუფლებს “მონობისგან”. ცხადია ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა.

საქართველოს და მოლდოვის ბედი უკრაინაში წყდება. ამ ორი სახელმწიფოს მთავარი საფიქრი ამ ეტაპზე არის უკრაინა, თუ იქიდან რუსული ჯარი დამარცხებული გამოდის, ნახევარი ნაბიჯი გადადგმული გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. საქართველოს მთავრობა ამის გამო რას აკეთებს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა და მართლაც გასაოცარია ასეთი გადამწყვეტი მომენტის დროს, რატომ არჩევენ ისინი დუმილს და ღიად რატომ არ უჭერენ მხარს უკრაინას, ამაზე სხვა დროსაც ვისაუბრებთ.

მოლდოვა არის უდიდესი საფრთხის წინაშე, რადგან თუ დნეპრისპირეთის გადმოლახვას შეძლებს მოლდოვა ინტერვენციის წინაშე დგება, მაგრამ მაია სანდუმ ღირსეული და გამბედავი განცხადება გააკეთა და მოუწოდა რუსეთს სამხედროების გაყვანისკენ.

მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდზე უნდა დადგეს და რაც უნარი შესწევთ უნდა დაეხმარონ, რადგან 2008 წლის ომის დროს თითქმის მარტოდ დარჩენილი საქართველოს მაგალითი აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ შეცდნენ ჩვენს მიმართებაში და ვალდებულები არიან იგივე არ გაიმეორონ 40 მილიონიანი ერის წინაშე.