დღეს გამოქვეყნდა ბრძანებები, სადაც -რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებში” მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა “უზრუნველყონ მშვიდობა”.
ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამართოს მოლაპარაკებები ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. “რესპუბლიკებთან“ დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ :„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს მშვიდობის მხარდასაჭერი ფუნქცია“