“დროამ” პარლამენტის წინ უკრაინის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

პოლიტიკურმა პარტია – “დროამ” და მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, საკანონმდებლო ორგანოს წინ უკრაინის მხარდასაჭერი კამპანია წამოიწყო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარწერები და წერილები გაუგზავნონ უკრაინელ ხალხს მხარდასაჭერად და გვერდში დგომის ნიშნად. მსგავსი კამპანია ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.