დღეს, “რამშტაინის” ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება

“რამშტაინის” ფორმატში უკრაინის საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, გუშინ, 14 მარტს, ის ნიდერლანდების თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებს ეწვია, სადაც განიხილეს “მნიშვნელოვანი საკითხები რამშტეინის ფორმატში მომავალი შეხვედრისთვის მოსამზადებლად, რომელიც 15 მარტს გაიმართება“.

უკრაინული მედიის ცნობით, „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრის წინა დღეს, რეზნიკოვი ტელეფონით ესაუბრა პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს. მინისტრმა განაცხადა, რომ მან ამერიკელ კოლეგას თანამშრომლობისა და გამარჯვების გზებზე ესაუბრა.