ევროკავშირის კითხვარი და პოლიტიკური დაკავება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს , მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებს გაეგზავნათ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კითხვარი. ამ კითხვარის შევსება გარკვეულწილად განაპირობებს სახელმწიფოს გაწევრიანებას ევროკავშირში, თუმცა ეს არის მთავარი საფუძველი. კრიტიკულად აუცილებელია ის კრიტერიუმები და ინსტიტუტების ნდობა, რომელიც ჩვენს რეალობაში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს.

კითხვარის გაგზავნა ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ამის შემდეგ მომხდარ პოლიტიკურ ქაოსს ქვეყანაში ვერც ევროკავშირის კითხვარში ჩაწერილი ფრაზები გადაფარავს და ვერც უკმაყოფილების უდიდესი ტალღა.

მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი ფუძემდებლური და აუცილებელი კრიტერიუმები, რის გარეშე ქვეყანა ევროკავშირის და ზოგადად ევროპის ნაწილი ვერ გახდება, თუ მედიის თავისუფლება არ იქნება. დღეს, სრულიად გაუგონარი ბრალდებით დააკავეს მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი – ნიკა გვარამია. ამას თან ერთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და უმძიმესი მოპყრობა საპყრობილეში.

ეს ორი მიზეზი უკვე საკმარისია, რათა სახელმწიფომ ვერ დააკმაყოფილოს ის აუცილებელი საჭიროებები, რასაც ევროკავშირის წევრობა ითხოვს.

საქართველოს ჰქონდა იდეალური შანსი უკრაინის ომიდან გამომდინარე მალევე შეერთოდა ევროკავშირს და მათ სარეცელს ქვეშ გაეგრძელებინა თანაცხოვრება, თუმცა ახლა ვხედავთ განსხვავებულ პოლიტიკას მათი მხრიდან.

პოლიტიკური დევნა, პოლიტ-პატიმრები, კითხვის ნიშნის ქვეშ მდგარი სასამართლო და ა.შ, უფრო თვალნათლივ გვაჩვენებს სისტემის მანკიერებებს, რისი გადაფარვის სურვილი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფალს არ/ვერ სურს.