ევროკავშირის სამ ქვეყანას უკრაინის წევრობა არ სურს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ევროკავშირში არის შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის სხვა ფორმატების და არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ წარადგინა წინადადებები სხვა ფორმატზე, სთავაზობდა ექსტრაკანდიდატობას ან კანდიდატობას პირობებით. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ, ფაქტობრივად, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთება არ სურს “, – განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ.