ევროკავშირის უზარმაზარი დახმარება უკრაინელ დევნილებს

ბელგია, იტალია და ლუქსემბურგი REACT-EU-ის ფარგლებში დამატებით 433.79 მილიონ ევროს მიიღებენ, რათა მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გამოექცნენ, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბელგია 33.4 მილიონ ევროს მიიღებს იმისთვის, რომ განახორციელოს სამუშაო ბაზარზე უკრაინიდან ჩასული ლტოლვილებისა ინტეგრირება.

ლუქსემბურგი 390 000 ევროს მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს სურსათით მეტი დახმარება აღმოუჩინოს.

იტალიაში 136 მილიონი ევრო დაემატება ოპერაციულ პროგრამას „მმართველობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები“, რათა შემსუბუქდეს ზეწოლა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე, ხელი შეეწყოს ჯანდაცვის ახალი მუშაკების დაქირავებას და პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის პერსონალისთვის დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას. გარდა ამისა, 264 მილიონი ევრო დაიხარჯება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზების შესაძენად.