ევროკომისიის მოთხოვნა – დეოლიგარქიზაცია

როგორც მოგეხსენებათ, მმართველ პარტიას ძალიან რთული მდგომარეობა აქვს საგარეო ავტორიტეტის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი პრობლემა დაინახეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, რაც ჩვენს ქვეყანას აფერხებს წინსვლაში.

დეოლიგარქიზაცია- ეს არის საკვანძო სიტყვა ევროკომისიის მოთხოვნების ჩამონათვალიდან, რადგან სხვა ყველა პუნქტის შესასრულებლად, საჭიროა ქვეყანა ერთი კაცის ნება სურვილის ნაცვლად, ინსტიტუციებით და კანონებით იმართებოდეს –  ქართული ოცნება რომ ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, ეს ხელისუფლების პირველმა პირებმა უკვე თქვე, რადგან მმართველი პარტია არც დემოკრატიის პრობლემებს აღიარებს და არც ოლიგარქიულ მმართველობას.

ხელისუფლება იმასაც კი ამბობს, რომ ოლიგარქში ევროკავშირის ბიძინა ივანიშვილი სულაც არ უგულისხმია- მაშინ, როცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერია, ვინ არის ამ ქვეყანაში ოლიგარქი;