8 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართლა სხდომა, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრეს, ვციტირებთ მათ პოზიციებს:
მარკეტა გრეგოროვა – “ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც კავშირშია კრემლთან და სანქციები უნდა დავადოთ”.
ანდრეა კოცოლინო – “უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება საქართელოში მედიის თავისუფლების დარღვევებზე და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე… ყურადღება უნდა მივაქციოთ მთავრობას”.
პეტერ პოლაკი – “საქართველოში ირღვევა ჟურნალისტების უფლებები და სიცოცხლის ფასად უჯდებათ… ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთი რაღაცეები თავიდან აირიდოს”.
რიშარდ ჩარნეცკი – “ემოციურად დაკავშირებული ვარ საქართველოსთან… მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობთ საქართველოს დღევანდელ მთავრობაზე, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას”.
იოახიმ კუსი -“საქართველოში ძალიან ბევრი ცუდი რამე ხდება… ადამიანები ციხეში მხოლოდ იმიტომ ხვდებიან რომ მხარს უჭერენ ოპოზიციას”.
ვიოლა ფონ კრამონი – “”ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს მაგალითს კანონის უზენაესობის დარღვევის”.
მარინა კალიურანდი – “საქართველოში არის პრობლემები… ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით თავისი ტემპი დაკარგა”.
ანდრიუს კუბილიუსი – “საქართველოში მედიის თავისუფლება ხელისუფლების გამიზნული მსხვერპლია”.
ანნა ფოტიგა – “საქართველოს ევროინტეგრაციაში დიდი წვლილი შეიტანეს მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ, რომელიც დღევანდელი დებატების ერთ-ერთი სუბიექტია…”.
სტივენ მიკსერი – “ბატონ გვარამიას განაჩენი გამოუტანეს ორაზროვანი ბრალდებით… უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველო ჩამოქვეითდა მედიის თავისუფლების ინდექსში”.
პეტრას აუსტევიჩუსი – “კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება და მათი სამართლებრივი დევნა უფრო და უფრო აშორებს საქართველოს ამბიციას, გახდეს ევროკავშირის წევრი”.