ევროპარლამენტარების საგანგებო ვიზიტი თბილისში

ევროპარლამენტარების საგანგებო ვიზიტი საქართველოში დაიწყო. 6 კაციან დელეგაციას პრეზიდენტის რეზიდენციაში ელოდებიან.

ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი რეზოლუციის ხელმომწერები არიან, საქართველოში შეხვედრებს სწორედ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით იწყებენ. 

ევროპელ დეპუტატებს,  ვინც ივანიშვილის დასანქცირებასა  და დეოლიგარქიზაციას ითხოვს, უნდა უმასპინძლოს მმართველმა გუნდმაც.  შეხვედრები ევროდეპუტატებს ექნებათ ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთანაც. 

განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება.

ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ვიზიტის მიუხედავად “ოცნება” პოზიციას შეიცვლის.

“ოცნებაში” კი იმეორებენ იგივეს, რომ რეზოლუცია უსამართლო და არაზუსტია და რომ ევროპარლამენტს “არგუმენტირებულად” დაუსაბუთებენ რეზოლუციის უზუსტობებს და “პასუხს გასცემენ”