ევროპული საბჭო: რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმა

ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან,“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აღუწერელია.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის ომის ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია, სრულად იქნება დაცული. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.