პოლიტიკური პარტია, “დროას” ლიდერი,ელენე ხოშტარია ეხმაურება გუშინდელ ძალადობის ფაქტს,იგი წერს:
“ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო ეხლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის. ჩვენ კი არ უნდა გვასწავლოს “ოცნებამ”, გავალთ წამოვალთ დაგვავიწყდება. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.
წულუკიანი რასაც კულტურაში შვება პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილეს რაც ჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.
არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით.
მე პირობას ვდებ, დევნილებზეც, კულტურაზეც და შშმ ზეც არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ეხლაც და სამომავლოდაც”.