ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს:

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, გუშინ დევნილების დასახლებაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და ჯანდაცვის მინისტრს დაუყონებლივ შეხვედრისკენ მოუწოდებს.

” მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს (ცხადია დევნილებთან შეთანხმებით). გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ ‘ქართლის’ დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ. თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად”- წერს იგი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე.