“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით:
“გვაქვს კიდევ რამდენიმე ინიციატივა, რომელიც დღეს გვინდა გავაჟღეროთ, ერთი ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარება უახლოეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან”
როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და შეხვდნენ “რადას” წევრებს, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები დუმილით უდგანან გვერდში უკრაინას.