ენტონი ბლინკენი გაეროში: ომი თავიდან უნდა ავიცილოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ ის აქ იმიტომ დგას, რომ ომი თავიდან აიცილონ.

მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია, რომელიც აქ წარმოვადგინე, დასტურდება იმით, რასაც ვხედავდით ჩვენს თვალწინ თვეების განმავლობაში. და გახსოვდეთ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი არაერთხელ აქილიკებდა ჩვენს გაფრთხილებებს და განგაშს, როგორც მელოდრამას და სისულელეს, ისინი სტაბილურად აგროვებენ 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს უკრაინის საზღვრებზე და ასევე მასიური სამხედრო თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობებს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ. მოკავშირეები და პარტნიორები იმავეს ხედავენ”, – განაცხადა ბლინკენმა