ენტონი ბლინკენი – “კრემლის გადაწყვეტილება მკაცრ და მტკიცე პასუხს მოითხოვს”

„კრემლის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება სწრაფ და მტკიცე პასუხებს მოითხოვს და ჩვენ პარტნიორებთან კოორდინირებულად შესაბამის ნაბიჯებს მივიღებთ”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა რაც, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.