ერდოღანი: NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი ვარ

თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გაკეთა “NATO”- ს გაფართოებასთან დაკავშირებით და ღიად დააფიქსირა, რომ ისინი შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ალიანსში ვეტოს დაადებს.

„შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები თავებს ნუ დაიღლიან — ჩვენ მათ თანხმობას არ ვეტყვით“.

მისი განცხადების შემდგომ ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ექსპერტის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის რუსული გავლენა, რომელიც ერდოღანის პოლიტიკაში ხშირად შეიმჩნეოდა, მაგრამ რეალური მიზეზის დადგენა არ არის მარტივი. ფაქტია, ერდოღანმა თურქეთი ამ ალიანსის წევრი გახადა და ამით მიიღო უდიდესი ბენეფიტი, რომელიც სახელმწიფოებრივად გამოიყენა და არც რუსეთთან ურთიერთობას თაკილობდა.

მის განცხადებამდე, ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას უყარა კენჭი.
188 მომხრე, 8 წინააღმდეგი, 3 არ ესწრებოდა კენჭისყრას.

სიტუაცია ოფიციალური ანკარას პოზიციების შემდეგ, გართულდა და მოსალოდნელია მათ შორის დიალოგიც კი შედგეს. მზაობა ამ ორი სახელმწიფოს მხრიდან არსებობს.