“ჩვენ ვხდებით რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი და საზარელი დანაშაულების მოწმეები. უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივი მკვლელობა ელენივკაში ასახავს ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს. სამხედრო დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“, – განაცხადა კაია კალასმა.
ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა „ბოევიკებმა“ 50-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომელიც ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში იყო განთავსებული.