უკრაინის ელჩი დიდ-ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკლომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა ბრიტანულ მედიას. შეგახსენებთ,რომ პრისტაიკლო საგარეო საქმე მინისტრიც გახლდათ. მისი აზრით, თუ რეალურად საფრთხე იმაზე უფრო ახლოს მოვა ვიდრე ეს ვინმეს წამოუდგენია, უკრაინა ვალდებულია მოძებნოს ყველა ძალა და ბერკეტი, რათა შეაჩეროს კონფლიქტი ,ამასთანავე ხელი შეუწყოს მის დეესკალაციას.
დიპლომატი პრისტაიკლო ფიქრობს, რომ, თუ რუსეთმა აიძულა უკრაინა ნატოზე უარი თქვას და ამ შემთხვევაში არ დაემუქრება საფრთხე, უნდა დასთანხმდეს და აირიდოს დიდი საფრთე.
ცხადია მის ამ განცხადებას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა თავად უკრაინაში და უცხოური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.ანალიზის დონეზე თუ განვიხილავთ იმ მოცემულობას სადაც, რუსეთის ფედერაცია აიძულებს უკრაინას უარი თქვას ნატოზე და ამ შემთხვევაში ჯარებს გაიყვანს საზღვრიდან, ეს იქნება დამღუპველი უკრაინისთვის,რადგან რთული სავარაუდო არ არის როდის დაბრუნდება რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე თავიდან შესატევად და მაშინ კი უკრიანა დარჩება ნატოს გარეშე პირანის წინააღმდეგ.