ვაკარჩუკი: საქართველო ჩემთვის საყვარელი ქვეყანაა

უკრაინული როკჯგუფი „ოკეან ელზი“ საქართველოშია. სვიტოსლავ ვაკარჩუკიTbilisi Open Air-ის სცენიდან საქართველოში შეკრებილ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

სწორედ უკრაინული ჯგუფი დახურავს 2022 წლის ფესტივალს და მთავარ სცენაზე ბოლო გამომსვლელი იქნება.

„დიდი მადლობა, საქართველო. ჩემთვის და მთელი ჯგუფისთვის, აქ ყოფნა დიდი პატივი და სიამოვნებაა. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა ვნახეთ. ჩვენი მოქალაქეები ამ წუთებშიც იბომბებიან. საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, ყველაფერი მომწონს და მიყვარს. უკრაინა იღბლიანია, რომ თქვენნაირი მეგობრები ჰყავს და ჩვენ ამ მეგობრობას სცენიდან ვუმღერებთ“, – განაცხადა შემსრულებელმა ჟურნალისტებთან საუბრისასფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში ირიცხება.