ვატო წერეთელს “ოცნების დეპუტატები” ფიზიკურად გაუსწორდნენ

როგორც მოგეხსენებათ, 30 ივლისს ამერიკის ელჩმა – კელი დეგნანმა მიღებაზე მიიწვია პოლიტიკოსები და მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ამ შეხვედრის დროს, როგორც ვატო წერეთელი აცხადებს ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელეს პარლამენტის წევრებმა – ანრი ოხანაშვილმა, ოდიშარიამ, მგალობლიშვილმა და ზარქუამ.

ამ ყველაფერის ამსახველი კადრების დადება თავად წერეთელმა მოითხოვა.

მას უპასუხა ოხანაშვილმა:

“გამიყვანა იქვე გვერდით და ყურთან ახლოს იკადრა უკადრებელი, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, რაც იყო წარმოუდგენელი რამ. მაშინვე დაიძრა სწრაფი ნაბიჯით და ხალხმრავლობაში გაქრა. ეს იყო პრაქტიკულად შოკი, რომ ასეთი უბინძურეს პროვოკაციას აკეთებს ადამიანი და აკეთებს აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე. 

მან მიიღო ის პასუხი რა პასუხიც მას ეკუთვნოდა, პასუხი, რომელსაც ნებისმიერი ქართველი კაცი, ვისაც გააჩნია ღირსება და ვისთვისაც ასეთი უბინძურესი პროვოკაცია არის შეურაცხმყოფელი და უკიდურესად შეურაცხმყოფელი” – განაცხადა ოხანაშვილმა.