ვაშინგტონი – “ქართულ ოცნებას” პასუხობს

როგორც მოგეხსენებათ, მმართველი პარტიის წევრები გამოირჩევიან დასავლელი მეგობრების კრიტიკით და ისინი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც აკრიტიკებენ, რაზეც ოფიციალურმა ვაშინგტონმა განცხადება გაავრცელა.

“ეს არის ისეთი ხელისუფლების ნიშანი, რომელიც თავს გასაჭირში, საფრთხეში გრძნობს და რომელიც არც ისე ბრძენია“,

– ასე აფასებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიისგან ცოტა ხნის წინ გამოყოფილი წევრების მიერ ამერიკის ელჩისა და დასავლელი დიპლომატების მიმართ კრიტიკის ნაკადს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ჯონ ჰერბსტი. ვაშინგტონში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ამერიკის ელჩის კრიტიკა და პოლიტიკური ოპონენტების დასუსტების მცდელობის პარალელურად, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი შეუქცევადად არ დააზიანოს – ვკითხულობთ განცხადებაში.