ვითარება დონბასსა და ლუგანსკში

უკრაინის ტერიტორიულ ერთეულში დონბასსა და ლუგანსკში, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალა გაგზავნა და დაბანაკდნენ სწორედ ამ ქალაქში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ სეპარატისტები რუსეთის ჯარის შესვლის გარეშეც იმყოფებოდნენ, უბრალოდ გუშინდელი აქტით, პუტინმა ოფიციალურად აღიარა, რომ ოკუპანტია და მისი გეოპოლიტიკური მიზანია, ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის იმპერიის შექმნა, ოღონდ ეს უფრო “მოდერნიზებული” მეთოდით.

წლების განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ნანგრევების აღდგენა უნდოდათ მასში შემადგენელი სახელიმწიფოების ხარჯზე.დღეს-დღეისობით კი ისინი ცდილობენ რუსეთის იმპერიის აღდგენას და მზად არიან ნებისმიერ ძალას დაუპირისპირდეს მათი მანიაკალური პოლიტიკა.

გუშინ დონბასსა და ლუგანსკში მივიღეთ ის, რასაც ყველა ელოდებოდა და რუსი სამხედროები გაჩერდნენ, ეს იყო მათი მიზანი და ახლა დაელოდებიან ევროპელების რეაქციას, თუ ეს იქნება სუსტი და არაპროპროციული, შესაბამისად უფრო დიდი მიზანი ექნებათ და კიევისკენაც დაიძვრებიან. ახლა საჭიროა შემაჩერებელი ბერკეტი. პირველი, რისი რესურსიც ამ წუთებში არსებობს არის სანქციები, რაც ისედაც დაბეჩავებულ რუსულ ეკონომიკას ბოლოს მოუღებს. რუსეთი არის რთულ მდგომარეობაში, რადგან მომხრე არ ჰყავს და მარტო უწევს ამ კონფლიქტის წინაშე დგომა. ჩინეთი თავს შორს იჭერს ამ პროცესებიდან და მეტიც, ისინი უკრაინის სუვერენიტეტს აღიარებენ და ამ მხრივად რუსეთი რჩება მარტო ყველას წინააღმდეგ. სეპარატისტულმა ჯგუფებმა გუშინ გვიან ღამით დიდი ზარ-ზეიმი მოაწყვეს ლუგანსკში და დიდი პატივით დახვდნენ რუს “მშვიდობისმყოფელებს”.

რუს “მშვიდობისმყოფელებს”, აწი ამ წინადადების გაშიფრვა თქვენთვის მომინდია…