ვითარება იძაბება ლუგანსკის რაიონში

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი – World Military ავრცელებს ინფორმაციას, რომლის დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუგანსკში ზამთარიც ცხელია. ბოლო დღეების განმავლობაში, სვატოვო-კრემენნაიას ხაზიდან მოსული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსებმა ლუგანსკ-ხარკოვის რეგიონების კვეთის აღნიშნულ ზონაში, უკრაინელთა მიერ განხორციელებული ხარკოვის კონტრშეტევის და მდ.ოსკილზე ფორსირების შედეგად დაკარგული ოპერატიული საბრძოლო ინიციატივა დაიბრუნეს და ღრმა თავდაცვითან ფართომასშტაბიან ფრონტალურ მექანიზებულ შეტევაზე გადავიდნენ, რომელსაც აქვს რამდენიმე ძირითადი პოტენციური გარღვევის მიმართულება.

როგორც იცით, უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული ხარკოვის კონტრშეტევის შემდეგ რუსებმა მოახერხეს გადაჯგუფება ლუგანსკის ჩრდილოეთით და სვატოვო-კრემეენაიას ხაზზე დაიწყეს ეშელონირებული თავდაცვის მოწყობა,

ამავდროულად, უკრაინელთა შეტევის იმპულსის შესაჩერებლად, რუსეთის გენშტაბმა აღნიშნულ ზონაში მასიურად მიაყარა მობილიზებულთა პირველი ნაკლებად მომზადებული ნაკადები და ამით შექმნა ცოცხალი ძალით გამაგრებული მნიშვნელოვანი ბარიერები,

პარალელურად, აღნიშნულ ზონაში დააბრუნა ხერსონის დაკარგვის შემდეგ გადმოჯგუფებული მსხვილი მექანიზებული და სატანკო ნაწილები, მათ შორის რუსეთის პირველი სატანკო არმიიდან,

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ძალები ცდილობდნენ შემდგომ წინსვლას სვატოვო კრემენნაიას ხაზზე, თუმცა მათ მხარეს არსებულმა მთელმა რიგმა პრობლემებმა საბოლოოდ უკრაინელთა შეტევის იმპულსის დაგდება გამოიწვია,

პრობლემები იყო, როგორც ტექნიკური, ეშელონირებული თავდაცვისას, ფრონტალური გარღვევისთვის საკამრისი რაოდენობის ჯავშანსატანკო ნაწილების არარსებობა, ასევე ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური, რამაც საბოლოოდ შემოდგომის ბოლო ზამთრის დასაწყის პერიოდში უკრაინულ მხარეს არ მისცა სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელების საშუალება,

აღნიშნული დრო ეფექტურად გამოიყენა რუსეთის გენშტაბმა, თანდათანობით მოუმზადებელი მობილიზებულები, უკვე ბელარუსში მომზადებული სამხედრო ნაწილებით ჩაანაცვლა, რასაც დაემატა მაღალი სამანევრო შესაძლებლობების მქონე 76-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაწილების შეყვანა სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე, რითაც შეიქმნა მსხვილი მოიერიშე შესაძლებლობების მქონე მექანიზებული დაჯგუფება, რომლებიც როგორც რაოდენობრივ ისე ხარისხობრივ უპირატესობას ფლობენ სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე განთავსებულ უკვე თავდაცვაში მყოფ უკრაინულ ქვედანაყოფებზე,

აქვე აღსანიშნავია, კიდევ ერთი ინფორმაცია, კერძოდ, გუშინ, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას, ზელენსკიმ მოინახულა უკრაინელი სამხედროების Challnger-2-ის ტიპის ტანკებზე მომზადების პროცედურები, საიდანაც გამოქვეყნებულ ფოტოებზე გამოჩნდა, რომ “ჩელენჯერებზე” წვრთნებს გადიან უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე აერომობილური და მე-80 საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლები, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ხარკოვის კონტრშეტევაში და მათი დიდი დამსახურებაა ხარკოვის მანევრული გარღვევის მოწყობა,

აღნიშნული კი, მიგვანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის გენშტაბს სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე გამომდინარე რა ზემოთ აღნიშნული პრობლემატური მიზეზებიდან, არჩეული აქვს თავდაცვაში ყოფნის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ძალზედ გართულებულია,

სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე კონცენტრირებული რუსული ქვედანაყოფები შეტევას ცდილობენ რამდენიმე მიმართულებით,

1- ქ.სვატოვოს ჩრდილოეთიდან ხარკოვი-რუსეთის საზღვრის ზონის მიმდებარედ კონცენტრირებული ძალებით ქ.კუპიანსკისკენ,

2 – უშუალოდ ქ.სვატოვოდან სვატოვო-კრემენნაიას ხაზის ცენტრალური მიმართულებით ლოჯისტიკურად მნიშვნელოვანი ქ.ბროვასა და შემდგომ სავარაუდოდ ქ.იზიუმის მიმართულებით.

3 – ქ.კრემენნაიადან დასავლეთით ქ.ლიმანი-იზიუმის მიმართულებით და სამხრეთით ქ.სივერსკის ალყაში მოსაქცევად(თავის მხრივ, ბახმუტ-სოლედარის ჩრდ.აღმოსავლეთით განვითარებულ შეტევასთან ერთსდ)

სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე ვითარება რთულია, რუსული ქვედანაყოფები უწყვეტად ცდილობენ ჯავშანსატანკო ბიძგებით და საჰაერო-საარტილერიო მხარდაჭერით უკრაინელთა თავდაცვის ხაზის გარღვევას, თუმცა ამ ეტაპზე უკრაინული თავდაცვა ახერხებს შეტევაზე გადმოსული რუსული ქვედანაყოფების ეფექტურ შეკავებას, მნიშვნელოვანი გარღვევების გარეშე.

სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე აუცილებლად აღსანიშნავია, კიდევ ერთი მოცემულობა, მიუხედავად იმისა , რომ რუსეთის გენშტაბი ახლა აქტიურად ცდილობს უკრაინული თავდაცვის ხაზის გარღვევას, მათ ჯერ ლუგანსკის ჩრდილოეთში კონცენტრირებული ძალები სრულად არ ჩაურთავთ შეტევაში და ამის კარგი მაგალითია აგრეთვე ბელარუსში მომზადებული, რუსეთის შძ-ის მე-2 მოტომსროლეთა დივიზიის სრული პირადი შემადგენლობა,

სავარაუდოდ, სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე რუსული შეტევის ბიძგები თანდათანობით მოიმატებს და შესაბამისად მოხდება ბრძოლებში დამატებითი რუსული ძალების ჩართვა.