ვითარება კრემენნაის მხარეში იძაბება

ფართომასშტაბიანი რუსული შეტევა გრძელდება სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე – ინფორმაციას ავრცელებს World Military.

სადაც ამ მომენტისთვის გვაქვს, 2 მკვეთრად აქტიური შეტევის მიმართულება,

1 – სვატოვოდან ჩრდილოეთით, ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან შეტევა ქ.კუპიანსკისკენ. რუსული ქვედანაყოფები ცდილობენ, ტავილჟანკას დასახლებიდან ინტენსიური შეტევით, კუპიანსკის ჩრდილოეთით P79 მაგისტრალზე განთასვებული დვორიჩნას დასახლების დაკავებას, რომელიც თავისი მდებარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საპლაცდარმე ზონა იქნება კუპიანსკის მიმართულებით შეტევის საწარმოებლად. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შეძლეს დასახლების დაკავება, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული ვიზუალურად არ დასტურდება.

2 – მსხვილი მექანიზებული შეტევა გრძელდება ქ.კრემენნაიადან ერთის მხრივ ქ.ლიმანის და მეორეს მხრივ სამხრეთით ქ.სევერკის სექტორისკენ,

რუსულმა ქვედანაყოფებმა, კრემენნაიას დასავლეთით და სამხრეთით შეძლეს კონტაქტის ხაზზე არსებული ნაცრისფერი ზონების დაკავება(დაახლოებით 3 კმ სიგანე),

ახლა კი, შეტევა მიმდინარეობს კრემენნაიადან ლიმანისკენ უკრაინული თავდაცვის ტერნი-იამპოლივკა-ზარიჩნიეს ხაზზე,

პარალელურად, რუსული ქვედანაყოფები უტევენ დიბროვას დასახლების უკიდურეს სამხრეთ ზონაში სევერსკისკი-ბილგოროვკას ხაზზე,

შეტევის საწყის პერიოდში ნაცრისფერი ზონების დაკავების გარდა, მსხვილ რუსულ სახმელეთო შეტევას კრემენნაიადან არ აქვს ხელშესახები წინსვლა, უკრაინული ძალები აგრძელებენ ეფექტურ და მობილურ თავდაცვას.

სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე აქტიურად მუშაობს უკრაინულზე ჯერადობით მეტი რუსული ტაქტიკური მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაცია, საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის მხარდაჭერასთან ერთად.

შეფასებისთვის უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის უკრაინული გენშტაბი და საბრძოლო მოქმედებების ზონებში მოქმედი ქვედანაყოფები იდეალურად ართმევენ თავს მსხვილი რუსული შეტევის შეკავებას.