დონბასში ვითარება კრიტიკულად დაიძაბა

სამხედრო – ანალიტიკურმა ცენტრმა – World Military ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოკუპირებულ დონბასში ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა.

ურთულესი ვითარებაა დონბასში, კერძოდ ლუგანსკის რეგიონის უკრაინელების მიერ კონტროლირებად და დონეცკის რეგიონის ლუგანსკთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე, სადაც რუსების გაშმაგებული შეტევა გრძელდება, რაც მთავარია აქვთ სერიოზული წინსვლა.

რუსული ძალების მთავარი ამოცანაა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შექმნან რამდენიმე ლოკალური ალყა, რითაც სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ერთდროულად და ერთ ტემეპში გამოკეტონ ან გაანადგურონ საკამოდ მახვილი უკრიანული დაჯგუფებები

დავიწყოთ, უშუალოდ ლუგანსკის რეგიონით და იქ უკრაინელების კონტროლქვეშ დარჩენილი ორი მასხვილი ქალაქით სევეროდონეცკითა და ლისიჩანსკით, რომელთა გარშემო 3 მხრიდან უკვე შეკრულია ალყა, რომელიც კიდევ უფრო ვიწროვდება და სევეროდონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განვითარებული შეტევით რუსები ცდილობენ ადგილზე განთასვებული უკრაინული ძალების სრულ გამოკეტვას.

ანალოგიური ვითარების განხორციელების რისკები არსებობს ლისიჩანსკის მიმართულებითაც, კერძოდ პოპასნას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან განვითარბული შეტევით, რასაც ემატება ტოშკივკას მიმართულებიდან დაძრული შეტევა, იქმნება ჯერ ზოლოტიეს უკრაინული დაჯგუფების გამოკეტვის, შემდეგ კი ლისიჩანსკის ზურგში გასვლის და სევერდონეცკ-ლისიჩანსკის სრულ ბლოკადაში მოქცევის რისკები. ამავდროულად რუსულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს ბახმუტი-ლისიჩანსკის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალს, რომლისთვისაც ახლა ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს, მაგისტრალს ჯერ უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა საკვანძო ადგილები განუწყვეტლივ იბომბება რუსული არტილერიის მიერ.

პოპასნადან შეტევა გრძელდება სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებითაც, სადაც რუსებმა შეძლეს გასულ 24 საათში მიროვინსკის და სვეტლოდარსკის დასახლებების აღება, სადაც გადის სლავიანსკ-ბახმუტის დამაკავშირებელი მაგისტრალი, ხოლო უკრაინულმა ძალებმა უკან დახიეს მდ. ლუჰანსკის ჩრდილოეთით.

რუსული ნაწილები ინტენსიურად უტევენ ქ. ლიმანსაც, მძიმე არტილერიით და ავიაციით იბომბება მთელი ქალაქი, ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ლიმანის ჩრდილოეთში.

რუსები უტევენ ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებსაც, სადაც სავარაუდოდ ლუგანსკის სრულ საზღვრებში გასვლის ან ლუგანსკის უკრაინული დაჯგუფებების გამოკეტვის შემდეგ შეტევების ინტენსივობა გაიზრდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დონბასში რუსული ჯარების სამხედრო ტექნიკის რაოდენობრივი უპირატესობა უკრაინულთან შედარებით დაახლოებით 20-ჯერ მეტია, რაც სამწუხაროდ საბრძოლო მოქმედებების თეატრზეც აისახება.